მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BDO-ს მმართველ პარტნიორს საგადასახადო კანონმდებლობის მიმართულებით შენიშვნები აქვს

5902ef2f62949
სალომე მეცხვარიშვილი
28.04.17 12:01
1499
საერთაშორისო აუდიტორიული კომპანიის BDO-ს მმართველ პარტნიორს ზურა ლალაზაშვილს საგადასახადო კანონმდებლობის მიმართულებით შენიშვნები აქვს. სპეციალისტი დადებითად აფასებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, მოხდეს ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია და გადასახადის შემცირების მიზნით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის დადგენილი თანხის ზედა ზღვარი გაიზარდოს. თუმცა, მისი თქმით, აუცილებელია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს გადასახადების დამალვა და გადასახადებისგან თავის არიდება.

"ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან გადასახადების არიდება და გადასახადების დამალვა. გადასახადებისგან თავის არიდება არ უნდა იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი მიუხედავად თანხის ოდენობისა, ხოლო გადასახადების დამალვაზე უნდა იყოს შემოღებული უფრო დაბალი ზღვარი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგომისთვის. ეს მოითხოვს ბევრ მუშაობას, მათ შორის ხალხის გადამზადების კუთხით, იმისთვის, რომ შეძლონ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა გამიჯნონ ერთმანეთისგან ეს ორი გარემოება, რაც თავის მხრივ იოლი არ არის. ამას სჭირდება ბევრი დეტალური ინსტრუქცია. თუმცა, ვფიქრობ, ადრე თუ გვიან, უნდა დავიწყოთ ამაზე მსჯელობა",- აცხადებს ლალაზაშვილი.

მისივე თქმით, გადასახადების დამალვა უფრო მძიმე დანაშაულია და მას ხშირად გამოიყენებენ როგორც ფულის გათეთრების საშუალებას, ამიტომ აუცილებელია გადასახადის დამალვისა და გადასახადისგან თავის არიდების ცნება, რამდენადაც ეს უკანასკლელი ხშირად უბრალოდ კანონის ფარგლებში გადასახადის შემცირებას გულისხმობს.

"რაც შეეხება დეკრიმილაზაციას, რომელიც მთავრობამ წარადგინა, ეს არის დადებითი მოვლენა და სიგნალი ხელისუფლების მხრიდან, რადგან ეს არის სიგნალი იმისა, რომ ხელისუფლება არ აღიქვამს ბიზნესს, როგორც პოტენციურ დამნაშავეებს",- აცხადებს ლალაზაშვილი.