მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარზე ხევსურული დეკას ჩაის რეალიზება იწყება

5905c158c9988
BM.GE
30.04.17 17:00
1834
კოოპერატივი "არაგველები“ 9 სახეობის ნატურალური ჩაის პროდუქტის რეალიზებისთვის ემზადება. ამ ეტაპზე კოოპერატივი ჩაის რეალიზება გამოფენა-გაყიდვებში ხდება, მას შემდეგ კი რაც დასაფასოებელი კოლოფების დამზადება დასრულდება „არაგველების“ ჩაი სუპერმარკეტების ქსელებში გამოჩნდება.

კოოპერატივში განმარტავენ, რომ მოლაპარაკება რამდენიმე სუპერმარკეტთან მიმდინარეობს. ამასთან ჩაის ერთ-ერთი სახეობა იქნება დეკას ჩაის.

„ფართომასშტაბიან გაყიდვას კოლოფების დამზადების შემდეგ დავიწყებთ, სარეალიზაციო ფასი 50 გრამის 5 ლარი იქნება. ძნელად მოსაპოვებელ ადგილებშია მცენარეები, რომელსაც ვაგროვებთ, - მათ შორის დეკა ალპურ ზონებში მოიპოვება“, - განმარტავს „არაგველების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

კოოპერატივმა დაფინანსება ENPARD I-ის ფარგლებში მიიღო.