მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნენსკრა ჰიდრო" კულტურის სახლისა და სპორტკომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

BM.GE
16.04.19 09:39
812
ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანია, „ნენსკრა ჰიდრო“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში კულტურის სახლისა და სპორტკომპლექსის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. კომპანიამ აღნიშნული პროექტის შესრულებაზე ტენდერი გამოაცხადა. საპროექტო ტერიტორია 1100 კვადრატულ მეტრს შეადგენს. „ნენსკრა ჰიდრო“ პროექტირების, მშენებლობისა და აღჭურვილობის ხარჯებს სრულად დაფარავს.