10.მარტი.2016 17:26
ბიზნესი

ბაზარზე ციტრუსების ჩირის და ჩაის მწარმოებელი გურული ბრენდი "სკიჯი" გამოჩნდა

ბაზარზე ციტრუსების ჩირის და ჩაის მწარმოებელი გურული ბრენდი "სკიჯი" გამოჩნდა
ქართულ ბაზარზე ნატურალური ჩირის, ჩურჩხელისა და სოფლის ნუგბარის მწარმოებელი ახალი კომპანია "სკიჯი" გამოჩნდა. როგორც "სკიჯის" დამფუძნებელმა და დირექტორმა "საქმიან დილას" განუცხადა, საწარმო 5000 ლარით სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, დაფინანსდა.

"თანხა საწყის ეტაპზე, საამქროს ასამუშავებლად საკმარისი აღმოჩნდა. ამუშავებიდან ერთ თვეში პროდუქცია მქონდა. როდესაც მუშაობა დავიწყე, ჩემს სოფელში იმ პერიოდში მარტო მანდარინი და კივი იყო, ამიტომ ორიენტირება მათ გამოშრობაზე ავიღე. ახლა ვაწარმოებ - დაშაქრულ მანდარინს, დაშაქრულ კივს, კივის ჩირს, ტყლაპებს, ფორთოხლის ცუკატებს, და ჩურჩხელებს, როგორც თხილის, ასევე ნიგვზის, ჩირის. ჩემი პროდუქცია ნარევია - ყველაფერი გემრიელი და ნატურალური ერთად.
 
ასევე გეგმები მაქვს ჩაისთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ სეზონიდან გამომდინარე, უკვე არც მანდარინია და არც - კივი. ჯერ არაფერი ახალი ხილი არ არის შემოსული და იები აყვავდა, რომელიც ჩაისთვის გამოვიყენე. ჩაიც ნატურალურია, მეზობლის პლანტაციიდან. მინდა, ჩაის მოცვი და სხვა ხილიც დავუმატო.

ჩემი პროდუქტი საცალო მაღაზიებში არ იყიდება, უფრო კაფე-რესტორნებში, შარდენის ბარებში, ტურისტებზე გათვლილ მაღაზიებშია შეტანილი. ერთმა კეთილმა ადამიანმა ერთ-ერთ კლუბთან დამაკავშირა, რომელმაც მირჩია, რომ შარდენზე წავსულიყავი და ეს პროდუქცია ქსელურ მარკეტებში არ შემეტანა. ეს ბევრად მომგებიანია, რადგან ამ პროდუქტს უცხოელები უფრო აფასებენ და ისინი მას საჩუქრებადაც ყიდულობენ. თავიდან ვცადე და “ფუდმარტში“ შევიტანე თუმცა არ გაიყიდა, რადგან ქსელური ღირებულება მომხმარებლისთვის მაღალია. ექსპორტს რაც შეხება, დაინტერესება არის. რამდენიმე ადამიანი დამიკავშირდა, მაგრამ ჯერ იმდენი პროდუქცია არ მაქვს, რომ საექსპორტოდ ვიყო მზად. მოცულობის პრობლემაა. ბაზარზე მოთხოვნა არის და და მოცულობა აუცილებლად გაიზრდება. 

ახლა ორიენტირებული ვარ შევიძინო მშრალი მაცივრის მსგავსი სათავსო, სადაც ხილს, ჩირს შევინახავ და შემდეგ აგვისტოში გავყიდი. საწარმოში სამი ოჯახის წევრია დასაქმებული და სამი მეზობელი მეხმარება, ეს  ოჯახური ბიზნესია", - ამბობს დარეჯან ბერძენიშვილი.




20.მაისი.2018 14:00
282

გაყინული ფრინველის ხორცის შეფუთვა დახლებზე სავალდებულო ხდება

ვრცლად
20.მაისი.2018 10:00
454

"ბანკების დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ ისეთივეა, როგორიც წლების წინ"

ვრცლად
19.მაისი.2018 18:28
353

"ბადაგონის" წინააღმდეგ გამოძიება შეწყდა

ვრცლად
19.მაისი.2018 18:19
846

"კოკა-კოლის" ახალი ქარხნის მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება

ვრცლად
19.მაისი.2018 17:30
446

ჰერბია: ქართველი ფერმერები მიწოდებაში უწყვეტობას ვერ ვინარჩუნებთ

ვრცლად
19.მაისი.2018 16:30
229

თხილის ექსპორტიორებს შემოდგომიდან HACCP-ის დანერგვა მოუწევთ

ვრცლად