მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბახტაძის პროგრამა: ვგეგმავთ ეკოომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას

5b27b05ab8637
BM.GE
18.06.18 17:13
1356
მამუკა ბახტაძე ეკოომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას გეგმავს, - ამის შესახებ საუბარია პრემიერობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის პროგრამაში, რომელიც მან პარლამენტს წარუდგინა.

„ვინაიდან გარემოს დაცვის სფეროს მართვა თითქმის ყველა სამთავრობო უწყების, არასამთავრობო და ბიზნესსექტორის, სამეცნიერო წრეებისა და ზოგადად მთელი საზოგადოების აქტიური ჩართულობით უნდა ხორციელდებოდეს, გარემოს დაცვის სფეროს კომპლექსური და მრავალსექტორული ხასიათის გამო, ჩვენ ვგეგმავთ ქვეყანაში ეკოომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას. ეკოომბუდსმენის ინსტიტუტი გახდება სექტორებს შორის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხების განხილვის პლატფორმა, ისარგებლებს მაღალი ნდობით როგორც სამთავრობო უწყებების, ისე ბიზნესსექტორისა და საზოგადოების მხრიდან და ის იქნება ერთგვარი გარანტ გარემოს დაცვის საკითხებზე მთავრობის, საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური თანამშრომლობისთვის.

2017 წლიდან ძალაში შევიდა ავტომობილების იმპორტის აქციზის გადასახადით დაბეგვრის ახალი სისტემა. განაკვეთები შემოღებულ იქნა არსებული ავტოპარკის განახლების მიზნით და გარემოსდაცვითი პოლიტიკის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს გარემოსთვის მავნე ავტომობილებისათვის უფრო მძიმე საგადასახადო ტვირთის დაწესებას. ცვლილების შედეგად, წინა წლებთან შედარებით გაახალგაზრდავდა ავტოპარკი და მნიშვნელოვნად გაიზარდა ჰიბრუდული და ელექტროძრავიანი ავტომობილების იმპორტი. მთავრობა მომავალშიც სხვადასხვა საგადასახადო ინსტრუმენტებით განაგრძობს ჰიბრიდული და ელექტროძრავიანი ავტომობილების სტიმულირებას ქვეყანაში“, - წერია პროგრამაში.