12.ივლისი.2018 16:10
ეკონომიკა

ბახტაძის განახლებული მინისტრთა კაბინეტი 14 ივლისს დამტკიცდება

ბახტაძის განახლებული მინისტრთა კაბინეტი 14 ივლისს დამტკიცდება
საქართველოს პარლამენტი პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განახლებულ მინისტრთა კაბინეტს 14 ივლისს დაამტკიცებს.

როგორც BM.ge-ის მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ განუცხადა, მინისტრობის კანდიდატებს სავარაუდოდ, ხვალ პარლამენტის თბილისის ოფისში კომიტეტებზე მოუსმენენ, ხოლო 14 ივლისსს - ქუთაისში დაამტკიცებენ;

მინისტრების კანდიდატების და სამთავრობო პროგრამის მოსმენის ზუსტი დრო დღის ბოლომდე ბიუროს სხდომაზე გადაწყდება.

შეგახსენებთ, სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, მინისტრთა კაბინეტი 14 მინისტრის ნაცვლად 11 მინისტრისგან შედეგება.

მამუკა ბახტაძემ კვირიკაშვილის კაბინეტში მხოლოდ სამი წევრი შეცვალა. კერძოდ, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს დაიკავებს გიორგი ქობულია, ფინანსთა მინისტრი გახდება - ივანე მაჭავარიანი, ხოლო განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ბატიაშვილია წარდგენილი.

მინისტრის სავარძელი ბახტაძის კაბინეტშიც შეინარჩუნა თეა წულუკიანმა და ის იუსტიციის და სასჯელაღსრულების სამინისტრის უხელმძღვანელებს.

რაც შეეხება კახი კახიშვილს, ის დღეიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა.

ჯერჯერობით, უცნობია სოზარ სუბარის ბედი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად დანიშნავენ.
ავტორი: თელარა გელანტია



21.ივლისი.2018 18:20
193

ქუმსიშვილის მიერ 12 თებერვალს საგამოძიებო სამსახურში გაგზავნილ წერილზე უწყება პირველ განმარტებას აკეთებს

ვრცლად
21.ივლისი.2018 16:24
527

ვასილ ახრახაძე: ტექდათვალიერების სქემა თავიდანვე იწვევდა ეჭვებს

ვრცლად
21.ივლისი.2018 13:54
546

რას ითხოვს პროკურატურა ეკონომიკის სამინისტროსგან - ქობულიას უწყება განცხადებას ავრცელებს

ვრცლად
20.ივლისი.2018 20:00
487

""საგადასახადო არდადეგების" რეფორმა აუცილებლად უნდა გატარდეს"

ვრცლად
20.ივლისი.2018 18:57
79

"მთავრობის დაპირებები კარგი სასტარტო მაჩვენებელია ქვეყნის საინვესტიციო კლიმატისთვის"

ვრცლად
20.ივლისი.2018 18:00
277

ინფრასტრუქტურული პროექტები, სადაც ყველაზე დიდი ჩამორჩენაა

ვრცლად