მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბახტაძემ და PWC-იმ საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების პერსპექტივები განიხილეს

5c48351c4a4d5
BM.GE
23.01.19 13:26
719
საქართველოს სტრატეგია ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით და ამ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და კორპორაცია PwC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანანდ რაომ შეხვედრაზე, რომელიც დღეს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრისას განიხილეთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები, ის წვლილი, რაც საქართველოს ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში შეუძლია შეასრულოს. მე ვფიქრობ, რომ ხელოვნური ინტელექტი მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. სწორედ ამიტომ საჭიროა ბიზნესის ხელშეწყობა და შესაბამისი პირობების შექმნა, რათა ეს პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. მნიშვნელოავნია ამ მხრივ ხელოვნური ინტელექტის ხელშეწყობის სტარტეგია სჭირდება,"- განაცხადა ანანდ რაომ. 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტის შემადგენელი ელემენტების, მათ შორის დარგობრივი პოლიტიკისა და კადრების გადამზადების განვითარებას და კონკრეტულ ნაბიჯებს, როგორ უნდა განიმტკიცოს პოზიციები საქართველომ ამ მიმართულებით.

PwC-ი მსოფლიოს 158 ქვეყანაში საქმიანობს და 250 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. კომპანიის შემოსავალმა გასულ წელს 41 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.