მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბახტაძე Gazprom-ზე: თუ კონტრაქტში ცვლილება შევა, სამინისტრო მას საზოგადოებას გააცნობს

5c41ab56cf0c6
BM.GE
18.01.19 14:27
510
პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველო რუსეთსა და სომხეთს შორის ბუნებრივი აირის სატრანზიტო ფუნქციის შესრულებას მომავალშიც გააგრძელებს. ბახტაძის თქმით, თუ საქართველოსა და Gazprom-ს შორის კონტრაქტში რაიმე სიახლე შევა, ეკონომიკის სამინისტრო მას საზოგადოებას გააცნობს. 

"საქართველო აგრძელებს სატრანზიტო ფუნქციის შესრულებას, რაც შეეხება შიშებს, რომლებზეც ახლა აპელირებს, ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც მათ შორის საუბრობდა იმაზეც, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, რომ მილსადენი გაეყიდათ. საქართველოს აგრძელებს თავისი სატრანზიტო ფუნქციის შესრულებას, შესაბამისად აგრძელებს იმ სარგებლის მიღებას, რაც დაკავშირებულია ამ სატრანზიტო ფუნქციასთან. თუ რამე სიახლე იქნება კონტრაქტში,  როგორც ვიცი, არ დაწყებულა ამ საკითხზე საუბარი, ვალდებულება იქნება ეკონომიკის სამინისტროსი, რომ ეს გააცნოს საზოგადოებას,"- ამბობს ბახტაძე.

Gazprom-თან წინა ხელშეკრულებას ვადა 2018 წლის 31 დეკემბერს გაუვიდა, რუსეთ-საქართველოს შორის ბუნებრივი აირის ტრანზიტზე ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა.