მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბახტაძე: ევროკავშირმა საქართველოსთვის 3.4 მილიარდი ევრო გამოყო

5c41a77bc9881
BM.GE
18.01.19 14:12
929

საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყანა ევროკავშირსგან ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ინიციატივის ფარგლებში 3.4 მილიარდი ევროს ღირებულების საკრედიტო დაფინანსებას მიიღებს. ბახტაძის განცხადებით აღნიშნული საინვესტიციო პორტფელი დამტკიცებულია და ის ახალი გზების, ხიდების, პორტის და სხვა პროექტების განვითარებას მოხმარდება. 

"ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 3.4 მილიარდი ევროს სახსრები. ეს თანხა დაგვეხმარება საქართველო გავხადოთ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი. ეს თანხა მოხმარდება რამდენიმე ათეულ ინფრასტრუქტურულ პროექტს. მე მინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ევროპელ მოეგრობრებს. საქართველოს ევროკავშირმა შესთავაზა პირდაპირი ფორმატი. ჩვენ მათთან ერთად გავიარეთ ეს საკითხები და მინდა გითხრათ რომ ეს პორტფელი არის დამტკიცებული.

ეს გახლავთ ენერგეტიკის, ტრანსპორტის და კომუნიკაციების მიმართულებით პროექტები. კონკრეტული პროექტების შედეგად ჩვენი კავშირი ევროპასთან იქნება კიდევ უფრო მყარი საიმედო და მდგრადი. მისასალმებელია ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის გამოქვეყნება. ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული ამ პროექტების მომზადებაში,"- ამბობს ბახტაძე.