მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბავშვთა სამყაროს აქციონერები და მეიჯარეები პროკურატურას დაზარალებულად ცნობას სთხოვენ

595215bb89a01
BM.GE
27.06.17 12:20
1096
ბავშვთა სამყაროს აქციონერები და მეიჯარეები პროკურატურას დაზარალებულად ცნობას სთხოვენ. ბავშვთა სამყაროს იურისტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროკურატურა არღვევს თანასწორუფლებიანობის პრინციპს. ვაჟა მაისურაძე, უახლოეს პერიოდში, აქციონერებისა და მეიჯარეების დაზარალებულად ცნობას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარე აქციების გამართვას არ გამორიცხავს.

"სააქციო საზოგადოება, რომლის მრავალმილიონიანი ქონება პირდაპირ ეთერში ნადგურდებოდა დღემდე დაზარალებულადაც არაა ცნობილი, იმ მიზეზით, რომ თურმე მიმდინარეობს გამოძიება და ჩასატარებელია საპროცესო მოქმედებები.

სამწუხარო და სამარცხვინოა ასეთი არგუმენტი პროკურატურისგან. არ არსებობს ობიექტური გარემოება რომ ბავშვთა სამყარო დაზარალებულად არ ცნონ.
თუ უახლოეს დღეებში პროკურატურა სააქციო საზოგადოება ბავშვთა სამყაროს არ ცნობს დაზარებულად ეს აღქმული იქნება როგორც პროკურატურის მხრიდან დადასტურება რომ მის ქმედებებს აზრი არ აქვს და სააქციო საზოგადოების აქციონერები, მოიჯარეები და თანამშრომლები იძულებული იქნებიან მიმართონ სხვა ლეგიტიმურ ღონისძიებებს. როგორც ვატყობთ ძალიან ეფექტური აღმოჩნდა ქუჩაში დგომა, არ გამოვრცხავთ აქციებს", - ამბობს ადვოკატი.

მისივე განცხადებით, ბავშვთა სამყაროს აქციონერი 93 პირია, ხოლო უშუალო მეიჯარე კი 187 პირი.

"მათ სახელწმიფოსგან დახმარება არც მოუთხოვიათ და არც მიუღიათ. ესენი არიან ეკონომიკურად აქტიური პირები, რომელებსაც არასოდეს ყოფილან მატერიალურად სახელმწიფოზე დამოკიდებულები. მათ იმედი ჰქონდათ ობიექტური გამოძიების და სადაზღვევო თანხის მიღების".

ადვოკატის განცხადებით, მეიჯარეთა ზარალი ამ დრომდე დადგენილი არაა. რაც შეეხება უშუალოდ ბავშვთა სამყაროს ზარალს, ექსპერტიზის დასკვნით, ის 19 მილიონ ლარს უახლოვდება, თუმცა აქციონერებს მიაჩნიათ, რომ ზარალი გაცილებით მეტია.