მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბავშვის ტანსაცმელის ქართული ბრენდი Spilow-ს ნაწარმი შესაძლოა ამერიკაში გაიყიდოს

5b25f83b37d32
თათია ჩაფიჩაძე
17.06.18 10:04
1972
ლონდონის შემდეგ, ცელქი ბავშვებისთვის შექმნილი ქართული ტანსაცმელი შესაძლოა ამერიკაშიც გაიყიდოს. როგორც BM.GE-ს Spilow-ს თანადამფუძნებელმა ტასო ჯაფარიძემ უთხრა, საერთაშორისო გაყიდვების გააქტიურების მიმართულებით მოლაპარაკებებს ამერიკასა და ავსტრიასთან აწარმოებენ.

Spilow-ს ტანსაცმლის შეძენა ამ დროისთვის „გალერეა თბილისსა“ და „სითი მოლშია“ შესაძლებელი. სულ ორიდოდე დღის წინ ამოქმედდა ვებ-გვერდიც, სადაც მომხმარებლებს სასურველი ტანსაცმლის შეძენა ონლაინ შეუძლიათ.

„ბევრი სიახლე გვაქვს, სულ ორიოდე დღის წინ გავაკეთეთ საიტი და მომხმარებლებს უკვე ონლაინ შეკვეთის შესაძლებლობას ვაძლევთ. გარდა ამისა პროდუქციის შეძენა შესაძლებელია „გალერეა თბილისსა“ და „სითი მოლში.“ ხოლო რაც შეეხება საერთაშორისო გაყიდვების დაწყებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს, იცით, რომ ჩვენს მიერ შექმნილი ტანსაცმელი უკვე იყიდება ლონდონში, Iglookids-ის მაღაზიაში და ამჟამად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ამერიკასთან და ავსტრიასთან. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით შედეგი წლის ბოლოსთვის გვექნება.

ამ დროისთვის სპილოუს სამ ხაზად აქვს პროდუქცია დაყოფილი, ეს არის ინტერაქტიული, ვარდისფერი და თეთრი ხაზი. სულ ცოტა ხნის წინ გამოვუშვით ე.წ. სიურპრიზი მაისურები, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვებს შეუძლიათ ამოჭრან მაისურები და მის ქვეშ დახვდებათ სხვადასხვა სიურპრიზები.“ - გვითხრა ტასო ჯაფარიძემ.

ქართული სტარტაპი „Spilow“ 2017 წლის გაზაფხულზე შეიქმნა.