მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბავშვების სისხლში ტყვიის შეცველობას სექტემბრიდან UNICEF შეისწავლის

5b4f3695b661a
მეგი კავთუაშვილი
18.07.18 17:00
1323
გაეროს ბავშვთა ფონდი ბავშვებში ტყვიის შემცველობის კვლევას მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყებს. კვლევის შედეგები 2019 წლის პირველ კვარტალში გამოქვეყნდება.
ტყვიაზე კვლევა მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის ნაწილია, რომელიც ბავშვებს ბევრი მიმართულებით შეისწავლის (განათლების, ჯანდაცვა, განვითარება).

აღნიშნულ კვლევას თავისი დიზაინი აქვს, რომლის ფარგლებშიც ტყვიაზე გამოკვლევა არ შედიოდა. თუმცა ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორამაციის და მომეტებული საფრთხის ალბათობის გამო, ტყვიის კომპონენტი დაემატა.

კვლევისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით პრინციპით 13 500 ოჯახი შეირჩევა. ტყვიის კლასტერი 1 500-2 000 ბავშვი იქნება.

სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის ქართველ სპეციალისტებს სემინარი ემორის უნივერსიტეტის პროფესორმა ჩაუტარა.