მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ადგილზე სასტუმრო მიმდინარე წელს გაიხსნება

5c690d60a2def
სალომე მეცხვარიშვილი
17.02.19 18:00
2186
ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ადგილზე სასტუმრო მიმდინარე წელს გაიხსნება. პროექტს დეველოპერული კომპანია “რედკო” ახორციელებს.

კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე მალხაზ კუნელაური აცხადებს, რომ 5- ვარსკვლაიანი სასტუმრო Le Meridien ზაფხულის სეზონისთვის გაიხსნება.

“ბათუმის პროექტი არის დასრულებული სამშენებლო თვალსაზრისით, იქ მიმდინარეობს სასტუმროს გახსნის სამუშაოები - შიდა მოწყობა, ავეჯის შეტანა და ა.შ.”,- აცხადებს კუნელაური.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება ჯამში 60 მილიონამდე დოლარია.