მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში სასტუმრო Best Western plus გაიხსნა

59739f26923cc
BM.GE
23.07.17 10:00
1790
ბათუმში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო „Best Western plus” გაიხსნა. 50 ნომრიან სასტუმროში საკონფერენციო დარბაზი, კაფე „terrace 7 bar”, ღია აუზი და სხვა ობიექტები განთავსდა. პროექტით რეგიონში 5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მშენებლობის პროცესში 100 ადგილობრივი იყო დასაქმებული, დღეიდან კი სასტუმროში 40 ადამიანი დასაქმდება. 6 სართულიანი სასტუმროს მშენებლობა კომპანია „მგზავრებმა“ 2016 წელს დაიწყო.

Best Western მსოფლიოში სასტუმროების ერთ-ერთ ყველაზე დიდ საერთაშორისო ქსელს წარმოადგენს, რომელსაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული და მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, 4200-მდე სასტუმროს აერთიანებს. 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობით აჭარაში 5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. 

"მალე აჭარაში უმსხვილესი საერთაშორისო ბრენდის „ქორთიარდ მარიოტის“ ქსელის სასტუმრო კომპლექსი გაიხსნება, ეს არის აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, მსოფლიოს ბაზარზე არსებული უდიდესი კომპანიების მაღალ ინტერესს საქართველოსადმი და კონკრეტულად აჭარისადმი. ისინი ენდობიან ჩვენს თავისუფალ, კონკურენტულ, ჯანსაღ საინვესტიციო გარემოს და ეს ნამდვილად დიდი მიღწევაა.

სასტუმრო, რომელმაც დღეს დაიწყო ფუნქციონირება და არაერთი სხვა მიმდინარე მასშტაბური პროექტები, აჭარის ინტენსიური და დინამიური ეკონომიკური განვითარების მაგალითია, საიდანაც ჩვენ ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას და რა თქმა უნდა ტურიზმის განვითარებას ველოდებით“-განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.