16.მარტი.2016 15:43
ბიზნესი

ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო

ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო
ბათუმში რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. სამედიცინო დაწესებულების საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას საქართველოს პრემიერი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, რეგიონის მინისტრები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
 
ახალი მრავალპროფილური საავადმყოფო 170 საწოლზე იქნება გათვლილი. სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით იქნება აღჭურვილი და პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს. ტერიტორიაზე ორი 5 სართულიანი და ერთი 4 სართულიანი ბლოკი აშენდება.

"საყოველთაო ჯანდაცვა ჩვენთვის არის პრიორიტეტი, ის რომ ჯანდაცვა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ამავე დროს ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ობიექტის გახსნით", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

სამშენებლო მოედანი ქ. ბათუმში ტბელ აბუსერიძის ქ. 2-ში მდებარეობს. ტერიტორიის ფართი 22107მ2 შეადგენს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფუძის მოწობის სამუშაოები. მშენებლობაზე 30 ადამიანია დასაქმებული. ეს ციფრი სამომავლოდ 60-მდე გაიზრდება.
 
სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარით დაფინანსდება. მრავალფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
 
რესპუბლიკური საავადმყოფო 1964 წელს წელს აშენდა. მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაახლოებით ბოლო 20 წელია ამორტიზირებულია.



23.ოქტომბერი.2018 19:00
461

„მაინტერესებს, რა გადასახადებს იხდის ბიძინა ივანიშვილი“

ვრცლად
23.ოქტომბერი.2018 18:30
1515

“გადაუკეტავად უნდა მოვუშვათ ფულის ონკანები ბიზნესისთვის“

ვრცლად
23.ოქტომბერი.2018 17:04
53

"საინვესტიციო გარემო საქართველოში პოზიტიურია"

ვრცლად
23.ოქტომბერი.2018 17:00
1754

ბიზნესის კითხვები ბიძინა ივანიშვილს

ვრცლად
22.ოქტომბერი.2018 21:30
1115

რაში ეთანხმება ვახტანგ ბუცხრიკიძე სებ-ის პრეზიდენტს და ფინანსთა მინისტრს

ვრცლად
21.ოქტომბერი.2018 15:15
2413

"ბლაუენშტაინ საქართველოს“ მანქანა საბურთალოელ დიასახლისებს სადილისთვის საჭირო ხორცს ადგილზე მიაწვდის

ვრცლად