მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო IOHK Summit 2019-ზე

BM.GE
09.05.19 10:11
876
თბილისში გამართული ,Cardano Blockchain Tbilisi” ს შემდეგ მესამე თაობის ბლოკჩეინის შემქმნელები საქართველოთი დაინტერესდნენ. სმარტ კონტრაქტების პრაქტიკაში გამოყენებით პირველი ქვეყნის პოტენციალი კარდანოს წარმომადგენლებმა სამომავლო პერსპექტივებით სრულიად რეალისტურად დაინახეს. თავის მხრივ კარდანო მესამე თაობის კრიპტოვალუტაა, ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფინანსური ინსტრუმენტების პლატფორმა, რომელიც არ იყენებს ბლოკჩეინის კონსესუსისათვის მაინინგს. ეს არის დეცენტრალიზებული საჯარო ბლოკჩეინი, კრიპტოვალუტის პროექტი სრულიად ღია საწყისი კოდით/ ღია პროგრამული უზრუნველყოფითა და საკუთარი კრიპტოვალუტით ( ADA). კარდანო ავითარებს ჭკვიან კონტრაქტს ანუ პლატფორმას/სმარტ კონტრაქტს, რომელიც უფრო სრულყოფილია, ვიდრე დღემდე განვითარებული ნებისმიერი პროტოკოლი.


სტუმრები: შოთა ღვინეფაძე - თავისუფალი უნივერსიტეტის MACS-ის სკოლის კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების ხელმძღვანელი;
გიორგი შეყრილაძე - "კარდანოს" წარმომადგენელი საქართველოში