12.თებერვალი.2019 00:31
ეკონომიკა

ბათუმში „მუყაოს ქალაქში“ მცხოვრებლებისთვის ახალი სახლების გადაცემა 2020 წლიდან დაიწყება

ბათუმში „მუყაოს ქალაქში“ მცხოვრებლებისთვის ახალი სახლების გადაცემა 2020 წლიდან დაიწყება
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ე.წ. „მუყაოს ქალაქს“ „ოცნებების ქალაქად“ გადააქცევს“, - ამის შესახებ „საქმიან დილაში“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა იზრუნებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც სახლ-კარი ესაჭიროებათ და დღეს ნანგრევებში ცხოვრობენ.

„მიმდინარე კვირას გამოცხადდება შესაბამისი ტენდერი საპროექტო დოკუმენტაციაზე. ვცდილობთ, უმოკლეს ვადებში მოხდეს ამ დოკუმენტაციის მომზადება და შემდეგ დაიწყება პირველი კორპუსის მშენებლობა. პროექტი საბიუჯეტო რესურსით დაფინანსდება, რაზეც საქართველოს ცენტრალურ მთავრობასთან პრინციპული შეთანხმებაა მიღწეული. შედეგად კი, ერთობლივი ძალებით, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ გაუსაძლის პირობებში, ექნებათ სახლები“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მისი განმარტებით, პროექტის პირველი ეტაპი - სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ხოლო მშენებლობის ეტაპისთვის საჭირო 10 მლნ ლარი საქართველოს ცენტრალური მთავრობიდან, ტრანსფერის სახით, ჩაირიცხება აჭარის ბიუჯეტში.

„ეს გადაწყვეტილება აღსრულდება უმოკლეს ვადებში. ჩვენ დედლაინები გვექნება როგორც შიდა - საკუთარი თავის მიმართ, ასევე იმ კომპანიებისა და კონტრაქტორებისთვის, რომლებიც ამ პროექტში ჩაერთვებიან“, - განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა.

თორნიკე რიჟვაძე პროექტის დასრულების ვადად 24-30 თვეს ასახელებს. მისი თქმით, „მუყაოს ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების ახალი სახლებით დაკმაყოფილება, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან, ეტაპობრივად დაიწყება.

ცნობისთვის: „მუყაოს ქალაქის“ მცხოვრებლებების ზუსტი რაოდენობა აჭარის მთავრობას ჯერ დათვლილი არ აქვს.
ავტორი: მარიამ ადამია



19.თებერვალი.2019 14:42
61

ქობულია ამტკიცებს, რომ "თიბისი ბანკის საქმეს" ანაკლიის პორტის დაფინანსებაზე გავლენა არ ექნება

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:40
76

„იანვარში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი გაუმჯობესდა"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:20
225

როგორი იქნება განახლებული "შერატონ მეტეხი პალასი" - ფოტო

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:03
172

„2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:00
244

საქართველოს 10 მთავარი საიმპორტო საქონელი

ვრცლად
19.თებერვალი.2019 13:40
214

"ევროპულმა საქართველომ" საპენსიო რეფორმის შესაჩერებლად კანონპროექტი დაარეგისტრირა

ვრცლად