მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში გმირთა ხეივანში სასტუმრო "Sky Tower" გაიხსნა

591ec714a983d
BM.GE
19.05.17 14:19
1670
გმირთა ხეივანში სასტუმრო „Sky Tower“ გაიხსნა. ოფიციალურ ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ,ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. სიმბოლური ლენტი ზურაბ პატარაძემ რამაზ ბოლქვაძესთან ერთად გაჭრა. პროექტით რეგიონში 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

22 სართულიანი სასტუმრო „Sky Tower“ მრავალფუნქციურია. 101 ნომრიან სასტუმროში საპრეზიდენტო ნომერი, საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი, კაზინო, სპა, ფიტნეს ცენტრი, ღამის კლუბი და სხვა ობიექტებია განთავსებული. ამ ეტაპზე სასტუმროში 90 ადამიანია დასაქმებული,ხოლო მშენებლობის პროცესში 200 ადამიანი მუშაობდა. შენობის რეკონსტრუქცია 2016 წლის ზამთარში დაიწყო და წელს დასრულდა.