მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში სასტუმროს მოსაწყობად აუქციონი კიდევ ერთხელ ცხადდება

58f858875a320
BM.GE
20.04.17 10:42
1912
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მ.აბაშიძის ქუჩა N25 მდებარე ეროვნული ბანკის ყოფილი შენობის პრივატიზების მიზნით ელექტრონულ აუქციონს კიდევ ერთხელ აცხადებს.

აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველი ვალდებულია:

ბ) ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემული ქონების (ძეგლის) მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულების წარმოდგენა;

გ) ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში განთავსებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საათის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების წარმოდგენა;

დ) ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში არანაკლებ 25 (ოცდახუთი) ნომრიანი სასტუმროს და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ის ამოქმედება;

ე) აღნიშნულ პროექტში ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში არანაკლებ 12 000 000 (თორმეტი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

ვ) საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში არანაკლებ 25 (ოცდახუთი) ნომრიანი სასტუმროს და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ის ამოქმედებიდან 2 (ორი) თვის ვადაში, მყიდველის ან/და მესამე პირის მიერ, არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) მოქალაქის დასაქმება, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90%-ს უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეები;

ზ) სასტუმროს და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ის პროფილის და დასაქმებულთა რაოდენობის მუდმივად 20 (ოცი) წლის ვადით შენარჩუნება.

საწყისი ფასი: 15 000 000 ლარი