მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმს 40 ახალი ავტობუსი მოემსახურება

5abe5a6f44a5e
მაია ბიწაძე
30.03.18 19:39
1526
ბათუმის მუნიციპალური ავტოპარკი განახლდება და მას 40 ახალი ავტობუსი შეემატება, - ამის შესახებ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ "საქმიანი დილის" ეთრში განაცხადა.

"ჩვენ უკვე დავიწყეთ ქალაქის მუნიციპალური ავტოპარკის განახლება, რამოდენიმე დღის უკან დამთავრდა ტენდერი, მიმდინარეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლა და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ბათუმს 40 ახალი ადაპტირებული, ევრო ხუთ დიზელზე მომუშავე ავტობუსი შეემატება, ასევე ძალიან მალე გამოვაცხადებთ ტენდერს ელექტროავტობუსებზე", - განაცხადა ლაშა კომახიძემ.