მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის სტადიონს, მშენებლობის დაწყებიდან 10 თვის თავზე, ზედამხედველი ეყოლება

5ba39f77f11e1
თამუნა დემეტრაშვილი
20.09.18 17:23
1005
ბათუმის სტადიონის მშენებლობას ტექნიკურ ზედამხედველობას კომპანია "სი ემ სი" გაუწევს. სატენდერო კომისიამ "სი ემ სის" შეთავაზება საუკეთესოდ ჩათვალა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების პროცედურაც უკვე დაწყებულია. კომპანია მომსახურებაში 2 მილიონ 288 ათას ლარს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ტენდერის საწყისი ღირებულება 2 მილიონ 437 ათასი ლარი იყო. სამი მონაწილიდან ყველაზე დაბალი ფასი 1 მილიონ 970 ათასი ლარი "კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიამ“ შეთავაზა შემსყიდველს, თუმცა კომპანია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო ტენდერიდან დისკვალიფიცირებულ იქნა. მოგვიანებით, "კოლიერსმა" ეს გადაწყვეტილება დავების საბჭოში გაასაჩივრა, თუმცა სარჩელი არ დაკმაყოფილებულა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტენდერში გამარჯვეული კომპანია "სი ემ სი“ 2010 წელსაა დაფუძნებული, რომლის 50-50%-იან წილებს თამაზ თავაძე და გიორგი ქარაზანიშვილი ფლობენ.

შეგახსენებთ, რომ 99 მილიონი ლარის ღირებულების პროექტს კომპანია "ანაგი“ მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ტექნიკური ზედამხედველობის გარეშე ახორციელებს. აღნიშნული თანხა, ბათუმში 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ს მე-4-ე კატეგორიის სტადიონის მშენებლობას უნდა მოხმარდეს.