მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის საკრებულოში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის პროექტის შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა

5c42083139d77
BM.GE
18.01.19 21:07
1569
დღეს, ბათუმის საკრებულოში პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის პროექტის შესახებ საჯარო განხილვა მოეწყო.

პროექტის საჯარო განხილვის ინიციატორები ბათუმის მერია და კომპანია Wondernet Exspress Investment Group-ი გახლდათ.

კომპანიამ გადაწყვიტა საზოგადოებას, ბათუმელებს მიაწოდოს ვრცელი ინფორმაცია ამ მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ, ასევე კარბამიდის ტერმინალის ეკოლოგიურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ სარგებელზე.

საკრებულოს შენობაში დაგეგმილ პროექტის საინფორმაციო განხილვაზე მოწვეულნი იყვნენ დამოუკიდებელი ექსპერტები, მედიის წარმომადგენლები და ყველა ის მოქალაქე, ვისაც სურვილი ქონდა მიეღო ამ საკითხის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია.

განხილვაზე ყურადღება გამახვილდა ბათუმის პორტის კარბამიდის ტერმინალის ეკოლოგიურ უსაფრთხობასა და მის თავსებადობაზე ბათუმის ტურისტული პოტენციალის განვითარებასთან.

აღსანიშნავია, რომ კომპანია Wondernet Exspress Investment Group-ი უმსხვილეს ამერიკულ კორპორაცია Trammo-სთან ერთად ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს. ხელშეკრულება მხარეებს შორის რამდენიმე დღის წინ გაფორმდა, როდესაც ბათუმს თვითონ ამერიკული კომპანია tranmo-ს პრეზიდენტი სტუმრობდა.

პროექტის თანახმად, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღის ნავსადგურებში აზეირბაიჯანისა და საქართველოს გავლით ლოგისტიკური დერეფანი შეიქმნება.

ტერმინალი აღიჭურვება მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით. ტერმინალი წლის განმავლობაში 1 200 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებასაც შეძლებს.