მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის საბაგირომ მემილიონე ვიზიტორს უმასპინძლა

59999067e2299
BM.GE
20.08.17 17:33
1074
ბათუმის საბაგირო "არგომ" დაარსების დღიდან დღემდე მილიონ ვიზიტორს უმასპინძლა. საბაგიროს მემილიონე სტუმარი უკრაინელი ტურისტი ალექსი ტუჩაკი აღმოჩნდა, რომელიც მეგობართან ერთად საქართველოში პირველად მოგზაურობს. ტურისტი სპეციალური სერტიფიკატებითა და საჩუქრებით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა კურორტ გოდერძის დირექტორ ზურაბ ჭურკვეიძესთან და საბაგიროს დირექტორ გიორგი აბაშიძესთან ერთად დააჯილდოვა.

ალექსი ტუჩაკს საჩუქრად საბაგირო „არგოს“ ულიმიტო საშვი, კურორტ „გოდერძი“-ს 5 დღიანი ტური, რესტორან „არგო“-ში ვახშამი და ფასდაკლებების ბარათი „Batumi Card” გადაეცა. ის ასევე, დასაჩუქრდა ქართული პროდუქციითა და ბათუმის სარეკლამო-საინფორმაციო მასალებითა და სუვენირებით.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ტურისტისთვის აჭარაში მოგზაურობა იყოს დაუვიწყარი. ჩვენი მემილიონე ვიზიტორისთვის დღევანდელი დღე ნამდვილად სასიამოვნო სიურპრიზებით სავსე აღმოჩნდა. მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში გვაქვს ტურისტული ინფასტრუქტურა, სადაც ადამიანები დროს სასიამოვნოდ ატარებენ. მსგავსი ინფრასტრუქტურის შექმნა ჩვენს რეგიონში გრძელდება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აჭარას რაც შეიძლება მეტი ტურისტი ეწვიოს. მხოლოდ, წელს საბაგიროს სერვისით 17 813 -ით მეტმა ვიზიტორმა ისარგებლა, ვიდრე გასული წლის 8 თვეში. ვიზიტორების რაოდენობა მზარდია არამხოლოდ აქ არამედ ყველა მნიშვნელოვან ტურისტულ ადგილებში, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აჭარის, როგორც ტურისტული ადგილის მნიშვნელობასა და პოპულარობას",-განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.