მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის მერია გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართში გადასვლას სთავაზობს

5b07bef0c2e48
BM.GE
25.05.18 12:10
677
ბათუმის მერია უკანონო გარემოვაჭრეებს წინადადებას სთავაზობს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ყველა იმ გარემოვაჭრეს, რომელიც ნებაყოფლობით, სათანადო აღრიცხვის საფუძველზე გაათავისუფლებს უკანონოდ დაკავებულ ტერიტორიას, გადავა და საქმიანობას გააგრძელებს გოგოლის ქ. #1-ში მდებარე ალტერნატიულ ფართში, შეთანხმების საფუძველზე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია და სს „მეტრო ავრასია ჯორჯია“ კომპენსაციის სახით გადასცემენ 200 ლარს ყოველთვიურად, 3 თვის განმავლობაში. 

ამასთან, მათი თქმით, ბათუმის მერია და სს „მეტრო ავრასია ჯორჯია“ მომდევნო პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფენ სამგზავრო ავტობუსების გამოყოფას, რეგულარულად, ერთი საათის ინტერვალით, რომელიც გარემოვაჭრეების მიერ შერჩეული ქალაქის ტერიტორიიდან მოემსახურება ნებისმიერ პირს, მათი უფასო ტრანსპორტირების მიზნით, გოგოლის #1-ში მდებარე სავაჭრო ცენტრში და პირიქით.

უწყება აღნიშნავს, რომ ახალ სავაჭრო სივრცეში სავაჭრო ადგილები გარემოვაჭრეებს გამოეყოფათ უფასოდ, ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც იმოქმედებს არანაკლებ 24 თვის განმავლობაში.

"იმ შემთხვევაში, თუ უახლოესი დღეების განმავლობაში არ მოხდება უნებართვოდ დაკავებული ტერიტორიების ნებაყოფლობით გათავისუფლება და უკანონო გარევაჭრობის შეწყვეტა, მერია განახორციელებს კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლო ღონისძიებას, როგორც სამართალდამრღვევი პირების მიმართ შესაბამისი სანქციების ამოქმედების, ასევე, უნებართვოდ დაკავებული საზოგადოებრივი სივრცეების გათავისუფლების კუთხით",- ნათქვამია განცხადებაში.