06.დეკემბერი.2018 13:40
მსოფლიო

ბათუმი Airbnb-ის 2019 წელს რეკომენდირებულ ქალაქებში მოხვდა

ბათუმი Airbnb-ის 2019 წელს რეკომენდირებულ ქალაქებში მოხვდა
Airbnb-მ 19 საუკეთესო ტურისტული ადგილმდებარეობა გამოაქვეყნა, სადაც  2019 წელს  მოგზაურობას გვირჩევს. აღსანიშნავია, რომ სიაში ბათუმიც მოხვდა. Airbnb-ის მიხედვით, ინტერნეტში მისი პოპულარობა წინა წელთან შედარებით, 200%-ით გაიზარდა.

„საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქის, ბათუმის პოპულარობა ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტებს შორის საგრძნობლად გაზრდილია, რაც ძირითადად ზღვის სანაპიროს და წლის განმავლობაში ზომიერი კლიმატითაა განპირობებული. ბათუმში 160,000 ადამიანი ცხოვრობს. აქ შეხვდებით პორტს, ბულვარს; ბათუმში ღამე სეირნობა დროში მოგზაურობას ჰგავს. სარკინიგზო კავშირის გამო, თბილისიდან 4 საათში მხოლოდ 10 დოლარად იმგზავრებთ“, - ნათქვამია სტატიაში.

სიაში მოხვდა ისეთ ქალაქები, როგორიცაა კაიკურა (ახალი ზელანდია), ქსიამენი (ჩინეთი), პუებლა (მექსიკა), ნორმანდია (საფრანგეთი), ბუენოს აირესი (არგენტინა), მოზამბიკი, ვაკაიამას პრეფექტურა (იაპონია) და ა.შ

შეგახსენებთ, რომ Airbnb 2008 წელს დაფუძნდა და მისი შემოსავალი 2017 წელს $2.6 მილიარდი იყო. აპლიკაციას 190 ქვეყნის მასშტაბით, 150 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

ავტორი: ლევან თაღიაშვილი



17.მარტი.2019 00:13
949

ინოვაციები, რომლებიც მომავალში ცხოვრებას შეცვლის

ვრცლად
16.მარტი.2019 10:15
3226

Tesla-მ ახალი ელექტრომობილი Model Y წარადგინა

ვრცლად
16.მარტი.2019 00:30
3377

Toyota მთვარის ავტომობილზე მუშაობს

ვრცლად
15.მარტი.2019 22:00
2134

Volkswagen 2028 წლამდე 22,000,000 ელექტრომობილის წარმოებას გეგმავს

ვრცლად
15.მარტი.2019 21:30
1085

დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

ვრცლად
15.მარტი.2019 00:31
1950

ამერიკამ Boeing 737 Max-ს საჰაერო სივრცე დაუხურა

ვრცლად