მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბარიერის გაუქმების შემდეგ, მასწავლებელთა საგნობრივ გამოცდებზე დარეგისტირებულთა რაოდენობა გაათმაგდა

590c7b7892527
თათია ჩაფიჩაძე
05.05.17 18:20
1191
მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდები ზაფხულიდან განახლდება. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ "საქმიან დილას" უთხრა, მასწავლებელთა სქემაში ცვლილებების განხორციელების შემდეგ, მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

"ბარიერი აღარ არის და ნებისმიერი ქულა ქულაა. ანუ ჩაჭრილები არ გვეყოლება. ამის ხარჯზე რეგისტრაციები გაათმაგდა, ზოგ რაიონში გაოცმაგდა კიდეც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ამ ეტაპზე ძალიან აქტიურად მიდის მუშაობა ეთნიკური უმცირესობის განოცდებზეც, იქაც დიდი გამოცოცხლება და სურვილია იმისა, რომ ისინიც დაწინაურდნენ", - განაცხადა ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდა 2017 წლის ზამთარში მინისტრის გადაწყვეტილებით არ ჩატარდება. აღნიშნულის მიზეზად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ცვლილებების შეტანა დასახელდა.