მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკების წმინდა მოგება დეკემბერში მეხუთედით შემცირდა

5c470e97c7147
ეკა ბაშარული
22.01.19 16:36
778
საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ 2018 წლის დეკემბერში 119.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2017 წლის დეკემბერთან შედარებით 22%-ით ნაკლებია.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის ბოლო თვეში ბანკების წმინდა მოგება 152.56 მლნ ლარი იყო.

2018 წლის დეკემბრის დაუბეგრავი მოგება კი, 136.495 მლნ ლარს შეადგენდა.

შარშან დეკემბერში საქართველოში 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა, ხოლო 2017 წლის ბოლოს კი - 16.

ბანკების შემოსავლები 2018 წლის დეკემბერში 392.443 მლნ ლარი იყო, ხოლო ხარჯები - 255.949 მლნ ლარი.

2017 წლის დეკემბრის სტატისტიკით, ბანკებმა 403.272 მლნ ლარის შემოსავლები მიიღეს და 228.03 მლნ-ის ხარჯები გაისტუმრეს.