09.აგვისტო.2018 17:00
საფინანსო სექტორი

ბანკების მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათების რაოდენობა მცირდება

ბანკების მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათების რაოდენობა მცირდება
წლის I კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათების რაოდენობამ შეადგინა 8.8 მილიონი. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წინა კვარტალთან შედარებით, 3%-ით შემცირდა გამოშვებული ბარათების რაოდენობა. 3%-ული პუნქტით გაიზარდა გამოშვებულ ბარათებში საკრედიტო ბარათების წილი და მან შეადგინა 11%.

ასევე, 2017 წლის I კვარტალთან შედარებით 5%-ით შემცირდა გამოშვებული ბარათების რაოდენობა. საქართველოში 10 სულ მოსახლეზე გამოშვებულია 24 ბარათი.
ქართული საგადახდო ბარათებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სულ შესრულდა 51,9 მლნ ოპერაცია, თანხობრივად 5.1 მილიარდი ლარი. აქედან ოპერაციების რაოდენობის 96% და თანხის 93% შესრულდა ქვეყნის შიგნით, ხოლო შესაბამისად 4% და 7% ქვეყნის გარეთ.

სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში გადახდის ოპერაციების რაოდენობის წილმა სულ შესრულებულ ტრანზაქციებში შეადგინა 69%, ხოლო თანხის წილმა 25%. აღნიშნული მაჩვენებელი გაიზარდა 1%-ული პუნქტით როგორც რაოდენობრივად, ისე თანხობრივად გასული (IV კვ., 2017 წ.) კვარტლის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით.



20.აგვისტო.2018 17:18
132

საქართველოში 1 600 620 451 ლარის დეპოზიტებია დაზღვეული

ვრცლად
20.აგვისტო.2018 17:02
449

ლარი გამყარდა

ვრცლად
20.აგვისტო.2018 13:14
119

ქართული ევროობლიგაციების მიმოხილვა

ვრცლად
20.აგვისტო.2018 13:08
195

ქართული კომპანიების აქციების ფასი

ვრცლად
20.აგვისტო.2018 10:49
45

თიბისი დაზღვევა მომხმარებელს ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას თვეში მხოლოდ 5 ლარად სთავაზობს

ვრცლად
10.აგვისტო.2018 20:16
433

"მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებმა ზეგავლენა მოახდინა ჩვენი ვალუტის კურსზეც"

ვრცლად