08.ნოემბერი.2018 18:00
ეკონომიკა

ბანკების ასოციაცია თიზ-ების განცხადებას აფასებს

ბანკების ასოციაცია თიზ-ების განცხადებას აფასებს
საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი თიზ-ების განცხადებას ეხმაურება. საქმე ეხება საქართველოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონების წარმომადგენლების განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ კომერციულ ბანკებს თიზის საწარმოების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა აქვთ და ძალიან მარტივად ეუბნებიან უარს საბანკო ოპერაციებზე. როგორც ალექსანდრე ძნელაძე bm.ge -ს განუცხადა იგი ზემოთაღნიშნულ საკითხს იცნობს.

„პრობლემას ვიცნობ, იქიდან გამომდინარე რომ მსმენია ამ პრობლემის შესახებ, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ბანკები თიზ-ის კომპანიებს ანგარიშებს არ უხსნიან. ნებისმიერი კომპანია, რომლის სტრუქტურაც არის ძალიან რთული და ბენეფიციარი მფლობელის იდენტიფიცირება არაგამჭვირვალეა, ყველასთან ურთიერთობა ჭირს ნებისმიერი ბანკის მხრიდან. რაც შეეხება თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს, ამ შემთხვევაში იქ უფრო ხშირად არის ასეთი რთული სტრუქტურის კომპანიები, რომელთან ურთიერთობაც უფრო მეტად რთულია, მაგრამ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ეს ურთიერთობა შეიძლება მოიცავდეს ანგარიშების გახსნას, მაგრამ შემდგომ შესაძლოა ანგარიშიც გახსნის შემდეგ, თანხების ბრუნვის საკითხშიც შეიქმნას გარკვეული პრობლემები. ბრუნვისა თუ ნებისმიერი ტრანზაქციის შინაარსის სისწორის დადასტურება მოხდება თუ არა, ეს ინდივიდუალურად ბანკების მხრიდან არის გადასაწყვეტი.“- აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.

ალექსანდრე ძნელაძის განმარტებით ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ დღეს საბანკო სექტორი იმდენად გამჭვირვალე და ღიაა, რომ გარკვეულ დაშვებებზე ვერ წავა და გამონაკლისებს ვერ დაუშვებს ამა თუ იმ კომპანიის მიმართ.
ავტორი: ელენე ჩომახიძე



22.იანვარი.2019 21:30
284

,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ახალ პროექტს იწყებს - ,,ფერმერებს პირდაპირ აღარ დავაფინანსებთ“

ვრცლად
22.იანვარი.2019 20:56
647

11 აპრილს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალური ლიდერები ჩამოვლენ

ვრცლად
22.იანვარი.2019 20:40
176

რა შეღავათებს სთავაზობს „ოცნების“ მთავრობა ტრანსნაციონალურ კომპანიებს? - კანონპროექტი პარლამენტშია

ვრცლად
22.იანვარი.2019 20:37
71

„ჰოლანდიურმა კომპანიამ შესაძლოა, შავი ზღვის სანაპიროზე გემების სარემონტო საამქროები მოაწყოს“

ვრცლად
22.იანვარი.2019 20:16
58

პრემიერმა და COSCO Shipping-ის თავმჯდომარემ საქართველოში პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრეს

ვრცლად
22.იანვარი.2019 20:12
101

მიდის თუ არა ნინო ზამბახიძე სოფლის მეურნეობიდან?

ვრცლად