15.დეკემბერი.2015 15:23
ბიზნესი, საფინანსო სექტორი

ბანკების ასოციაცია საპოლიციო გამოსახლების გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

ბანკების ასოციაცია საპოლიციო გამოსახლების გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს
საქართველოს ბანკების ასოციაცია საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც ასოციაციის პრეზიდენტი, ზურაბ გვასალია "ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას აცხადებს, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი უახლოეს პერიოდში შევა. გვასალია განმარტავს, რომ ახალი კანონმდებლობა არღვევს მესაკუთრის უფლებებს, უძრავი ქონების როლი კი ეკონომიკურ საქმიანობაში შემცირდება.
 
"ცვლილება საინვესტიციო გარემოზე ძალიან ცუდად იმოქმედებს, ასევე ის გავლენას მოახდენს საბანკო სესხებზე. რისკის გათვლაში უკვე მონაწილეობას მიიღებს ეს საკანონმდებლო ცვლილებაც. ჩვენი აზრით, ეს ყველაფერი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ვინაიდან ირღვევა მესაკუთრის უფლებები. პროგნოზის გაკეთებაც კი შეუძლებელი ხდება, თუ რამდენ ხანში შეძლებს საკუთრების მფლობელი მის დაბრუნებას.

საკითხი აუცილებლად საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. მესაკუთრის უფლებების დაცვა ერთ-ერთი უზენაესი პრინციპია, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. კანონით მესაკუთრეზე გადადის მტკიცებულების ტვირთი. საბანკო სექტორი ამ შემთხვევაში ყველაზე ნაკლებად ზარალდება. უძრავი ქონება ეკონომიკურ ურთიერთობებში ვეღარ მიიღებს იმ ხარისხით მონაწილეობას, როგორი ხარისხითაც აქამდე მონაწილეობდა", - განუცხადა გვასალიამ "ბიზნესკონტაქტს".

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტი მესამე მოსმენით პარასკევს მიიღო. კანონპროექტის მიხედვით, კოდექსიდან ხდება იმ ნორმის ამოღება, რომელიც ეხება მესაკუთრის მოთხოვნით, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს მიერ უძრავ ნივთზე ხელშეშლის აღკვეთას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.

ასევე, კანონის შესაბამისი მუხლებიდან ამოღებული იქნება უძრავი ქონების შემძენის განცხადება სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ.
24.თებერვალი.2018 12:07
53

გიორგი სიგუა: ამ მთავრობის მხარდაჭერა ძალიან არასანდო ვალუტაა

ვრცლად
24.თებერვალი.2018 11:31
37

მარნეულში მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა

ვრცლად
24.თებერვალი.2018 11:00
74

"დელტა” სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებს შეიძენს

ვრცლად
24.თებერვალი.2018 10:22
31

მერია: "ელფი" საბავშვო ბაღებს აწვდიდა ყველს და კარაქს, რომელიც პარამეტრებს არ აკმაყოფილებდა

ვრცლად
24.თებერვალი.2018 10:01
105

ქართული წვენები ლონდონში გაიყიდება

ვრცლად
23.თებერვალი.2018 20:00
2295

მამუკა ხაზარაძე არაკვალიფიციურ კადრებზე - ეს სამწუხარო რეალობაა

ვრცლად