14.მარტი.2019 22:00
საფინანსო სექტორი

ბანკების ასოციაცია: "სებ-ის ნაბიჯით უცხოური ვალუტის მოზიდვა საკმაოდ გაძვირდა"

ბანკების ასოციაცია: "სებ-ის ნაბიჯით უცხოური ვალუტის მოზიდვა საკმაოდ გაძვირდა"
საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით,  სებ-ის მხრიდან უცხოურ ვალუტაში მოზიდული სახსრებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის 30%-მდე გაზრდა ბანკებს უცხოური ვალუტის მოზიდვას კიდევ უფრო გაურთულებს.

ამასთან, bm.ge-თან საუბრისას ძნელაძემ ისიც აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი სებ-ის მხრიდან ადრევე იყო დაანონსებული.

„სებ-ის მხრიდან გაცხადებული იყო, რომ უცხოური ვალუტის მოზიდვასთან დაკავშირებით, გარკვეული ქმედებები განხორციელდებოდა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ რეკომენდაციაც გაიცა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულიყო. საბანკო სექტორისთვის დღეს ძალიან რთულია სავალუტო რესურსის მოზიდვა. სებ-ის ნაბიჯით უცხოური ვალუტის მოზიდვა საკმაოდ გაძვირდა. დღეის მდგომარეობით, გრძელვადიანი ლარის მოზიდვის დეფიციტია ბაზარზე“, - აცხადებს ის.

მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში სებ-ის მიერ ამოქმედებული რეგულაციების ფონზე ეს ცვლილება მნიშვნელოვან ეფექტს არ მოახდენს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში მოზიდული სახსრებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით გაუზარდა. შედეგად, ამ განაკვეთმა 30%-ს მიაღწია.

სებ-ის განცხადებით, ეს ცვლილება ფინანსურ სტაბილურობაზე მოქმედი რისკების შემცირებას ემსახურება. თუმცა, მის შედეგად, კომერციულ ბანკებს ერთ წლამდე ვადიანობის დოლარისა და ევროს რესურსის მოზიდვა გაუძვირდათ.

ავტორი: ლევან თაღიაშვილი



21.მარტი.2019 14:23
745

არის თუ არა ბადრი ჯაფარიძე "გახარიას წერილის" შუამავალი? - ხაზარაძე პირველ კომენტარს აკეთებს

ვრცლად
21.მარტი.2019 12:18
62

„საქართველოს ბანკი“ ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

ვრცლად
20.მარტი.2019 21:31
1674

ფიზიკური პირების სამომხმარებლო სესხების ზრდა 6-წლიან მინიმუმამდე დაეცა

ვრცლად
18.მარტი.2019 15:43
658

გახარიას მოადგილე TBC-ზე კიბერშეტევაზე: ეს არაა რიგითი საქმე

ვრცლად
18.მარტი.2019 10:20
315

საქართველოს და ლონდონის საფონდო ბირჟის მიმოხილვა

ვრცლად
17.მარტი.2019 21:14
1504

როგორი კვირა ჰქონდათ ქართულ კომპანიებს ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ვრცლად