მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკები საპენსიო შენატანებს საკომისიოს ვერ ჩამოაჭრიან

5c419b1b64004
ელენე გოგბერაშვილი
18.01.19 14:00
769

ბანკები საპენსიო სააგენტოს ნომინალური მფლობელობის ანგარიშებიდან საკომისიოს ვერ ჩამოაჭრიან. როგორც საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი, ლევან სურგულაძე BM.GE-თან აცხადებს, მათი მოთხოვნის საფუძველზე საპენსიო სქემის მონაწილეების შენატანებიდან არანაირი ხარჯი გათვალისიწნებული არ არის.

„ყველა ბანკი გაგებით შეხვდა ამ საკითხს. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ არანაირი საკომისიო  საპენსიო შენატანებიდან ვერ ჩამოიჭრება.  ეს არის ხელშეუხებელი და თუ რამე იქნება გადასახდელი, ინვოისს წარმოადგენს ბანკი და სააგენტო თავისი ხარჯვითი ანგარიშიდან გადაიხდის“-აცხადებს ლევან სურგულაძე.

საპენსიო სააგენტოს ნომინალური მფლობელობის ანგარიშები ამ დროისთვის გახსნილი აქვს 7 ბანკში. საპენსიო შენატანების განხორციელება შესაძლებელია საქართველოს ბანკში, თიბისი ბანკში, ხალიკ ბანკში, ლიბერთი ბანკში, ვითიბი ბანკში, ბაზისბანკსა და სილქ როუდ ბანკში გახსნილ ანგრიშებზე.