30.ნოემბერი.2015 12:25
საფინანსო სექტორი

ბანკები, ფინანსურ და სტატისტიკურ ანგარიშგებებს, "სებსტატის" მეშვეობით განახორციელებენ

ბანკები, ფინანსურ და სტატისტიკურ ანგარიშგებებს, "სებსტატის" მეშვეობით განახორციელებენ
2015 წლის ნოემბრის თვის ანგარიშგებიდან დაწყებული, კომერციული ბანკები ვალდებულები არიან ეროვნულ ბანკში ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგებები "სებსტატის" ვებგვერდის მეშვეობით განახორციელონ. ბრძანება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა 26 ნოემბერს გამოსცა და ის 27 ნოემბრიდან ძალაშია. "სებსტატი" ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი ფინანსური და სტატისტიკური მონაცემების მოპოვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების სისტემაა და კომერციულ ბანკებს ევალებათ ამ სისტემის საანგარიშგებო პრაქტიკაში დანერგვა შესაბამისი სახელმძღვანელოს თანახმად. „სებსტატის“ კონცეფცია ეფუძნება სტატისტიკურ მონაცემთა სტრუქტურის აღწერას კლასიფიკატორების, კოდების სიების გამოყენებით და მოიცავს თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს საბანკო სექტორის ყოველდღიური ფინანსური მაჩვენებლების, უცხოური ვალუტით ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების, ფულადი გზავნილების და საგადასახადო ბარათების მაჩვენებელთა შესახებ.



10.დეკემბერი.2018 12:13
11

საქართველოს საფონდო ბირჟის მიმოხილვა

ვრცლად
10.დეკემბერი.2018 12:02
237

კახა კიკნაველიძე საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის პოსტს ტოვებს

ვრცლად
09.დეკემბერი.2018 21:07
359

"საბანკო სექტორში სამომხმარებლო სესხების პორტფელმა ზრდა შეწყვიტა" - ალექსანდრე ძნელაძე

ვრცლად
09.დეკემბერი.2018 13:00
229

რა სიახლეები იგეგმება საქართველოს საფონდო ბირჟაზე

ვრცლად
07.დეკემბერი.2018 18:00
730

რა უნდა იყოს საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა ანუ რატომ ყიდულობს სებ-ი დოლარებს

ვრცლად
07.დეკემბერი.2018 14:31
87

The Banker-მა “საქართველოს ბანკი” 2018 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

ვრცლად