მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაკურიანში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

5bc72b3866ca4
BM.GE
17.10.18 16:29
575
დაბა ბაკურიანში ახალი და მშენებარე ტურისტული ობიექტებისთვის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები სრულდება.
წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით და ტექნიკური პირობის მიხედვით, დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე, 700 მეტრის მონაკვეთზე წყლის მილი დამონტაჟდა. შედეგად, ახალ დასახლებას უწყვეტი წყალმომარაგება ექნება. აღნიშნულ ტერიტორიაზე წყალმომარაგების სისტემა დღემდე არ არსებობდა.
სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბაკურიანის სერვის ცენტრის თანამშრომლებმა განახორციელეს.