მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა მომავალი წლის მარტში დასრულდება

5b4daa41050cf
მაია ბიწაძე
17.07.18 12:33
815
ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა მომავალი წლის მარტში დასრულდება, - ამის შესახებ "მუნიციპალური განვითარების ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ "საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა. მისივე განმარტებით, უკვე შერჩეულია მარშრუტი, სადაც აღნიშნული გზა გაივლის.

"ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება აქტიურ ფაზაშია, რამდენიმე ალტერნატიული ვერსიიდან ძირითადი გზა უკვე შერჩეულია. ავარჩიეთ ისეთი მიმართულება, რომელიც ყველაზე ნაკლებ ზეგავლენას მოახდენს გარემოზე. კონტრაქტორმა წარმოადგინა ეს და ეხლა ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მხარში დავუდგეთ მას და დროულად გადავუწყვიტოთ ის ბიუროკრატიული პროცესები, რაც თან ახლავს პროექტს“ - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მისივე თქმით, ფონდის სურვილია, რომ პროექტი რაც შეიძლება მოკლე ვადებში განხორციელდეს, რადგან ტურისტების ნაკადი ბაკურიანის მიმართულებით ყოველწლიურად იზრდება და ამ ნაკადების განტვირთვა ძალიან მნიშვნელოვანია.

"2019 წლის მარტში უნდა დასრულდეს გზის მშენებლობა, მაგრამ ეს რეალურად რამდენად გამოვა არ ვიცით, მიზანი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე შვასრულოთ, რადგან ეს გზა ზამთრის ტურისტულ სეზონზე უკვე იყოს გამოყენებადი" - განაცხადა შენგელიამ.