09.აგვისტო.2018 18:00
საზოგადოება

ბაკალავრებისთვის და მაგისტრანტებისთვის გრანტების მოცულობა დამტკიცდა

ბაკალავრებისთვის და მაგისტრანტებისთვის გრანტების მოცულობა დამტკიცდა
საქართველოს განათლების, კულტურის, მეცნიერების და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომაზე ბაკალავრებისა და მაგისტრანტების საგრანტო დაფინასების საკითხი წარადგინა, რაც ნიჭიერ სტუდენტებს სახელმწიფოს ხარჯზე უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

2018-2019 სასწავლო წლისათვის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის გამოყოფილი თანხა 25 323 750 ლარს შეადგენს, საიდანაც 12 723 750 ლარი პრიორიტეტული მიმართულებებისთვის, ხოლო 12 600 000 ლარი სახელმწიფო სასწავლო გრანტისათვის დაიხარჯება.

კატეგორიების მიხედვით თანხები შემდგენაირად განაწილდება: სახელმწიფო სასწავლო გრანტების სრული და ნაწილობრივი დაფინანსებითვის 9 155 000 ლარი; სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის 2 520 000 ლარი, ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისთვის 240 000, ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის 225 000, ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის 225 000 ლარის ფარგლებში, ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის 10 000, ზოგადი უნარების ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის 10 000, ხოლო სტუდენტებისთვის, რომლებიც გრანტს გაიუმჯობესებენ 215 000 ლარის ფარგლებში.

2018-2019 სასწავლო წლისათვის სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა 2 250 000 ლარით განისაზღვრება და თანხა შემდგენაირად გადანაწილდება: პრიორიტეტული საგანმანათლებლო მიმართულებებისთვის 2 000 000, სოციალური პროგრამის ფარგლებში მაგისტრანტების დაფინანსებისთვის 205 000, ხოლო ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქე მაგისტრანტ სტუდენტებისთვის 45 000 ლარით.





18.იანვარი.2019 00:54
178

ზაზა ფაჩულია საქართველოში, სიონის ტბასთან სასტუმროს ააშენებს

ვრცლად
17.იანვარი.2019 21:15
237

საქართველოს საჰაერო სივრცეს ყოველდღე 273-ზე მეტი სატრანზიტო რეისი კვეთს

ვრცლად
17.იანვარი.2019 20:45
566

"ბინაში გაზის, წყლის და ელექტროენერგიის შეყვანა ექსპლუატაციასთან კავშირში არაა"

ვრცლად
17.იანვარი.2019 19:15
207

"სისხლის ბანკი ცდილობს, უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს"

ვრცლად
17.იანვარი.2019 18:50
752

"ესაა კონტროლისა და ზედამხედველობის სისტემის უსუსურობა"

ვრცლად
17.იანვარი.2019 18:32
200

ენერგეტიკოსი: ქალაქი დგას ნაღმზე

ვრცლად