10.თებერვალი.2016 12:23
ბიზნესი

ბაია გადაბაძე: იმედი გვაქვს, დღის ბოლომდე სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს

ბაია გადაბაძე: იმედი გვაქვს, დღის ბოლომდე სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს
"იმედი გვაქვს, დღის ბოლომდე სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს", - აღნიშნულის შესახებ ბაია გადაბაძემ განაცხადა. ტელეკომპანია "მაესტროს" მოქმედი დირექტორი ამბობს, რომ თუკი სასამარლო გიორგი გაჩეჩილაძის რეგისტრირებულ 30%-იან წილს შეაჩერებს სიტუაციის განმუხვტა და სტატუს-კვოს აღდგენა მოხდება.
 
"როგორც უკვე ცნობილია, გუშინ შეტანილი იქნა სასამართლოში ჩვენი შუამდგომლობა გადაუდებელი წესით შეჩერებული იქნეს გიორგი გაჩეჩილაძის სახელზე აშკარა კანონდარღვევით და თვალთმაქცურად გაფორმებული 30%-იანი წილის მოქმედება. მიგვაჩნია, რომ გუშინვე წარვადგინეთ ყველა საჭირო მტკიცებულება. თუმცა ირაკლი რუხაძის მიერ იმედის ეთერში საჯაროდ გაკეთებულმა კომენტარებმა დამატებით დაადასტურეს ჩვენი მოთხოვნის სისწორე. დღეს ჩვენ ამ გამოსვლის ვიდეოჩანაწერიც წარვუდგინეთ სასამართლოს და იმედი გვაქვს, რომ დღის ბოლომდე სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

ვფიქრობთ, რომ სასამართლოს მიენიჭა ამ დავაში ძალიან დიდი როლი, რადგან თუკი ის შეაჩერებს გაჩეჩილაძეზე უკანონოდ რეგისტრირებულ 30%-იან წილს, ეს განმუხტავს სიტუაციას, აღადგენს სტატუს-კვოს და მხარეებს მოგვეცემა საშუალება მშვიდ ვითარებაში და სამართლებრივ ჩარჩოებში გადავიყვანოთ დავა", - განაცხადა გადაბაძემ.



21.სექტემბერი.2018 15:01
241

ოსინოვსკი: საქართველოში საინვესტიციო გარემო გაუარესებულია

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 10:00
113

თბილისის მერია ბიუ-ბიუს პასუხობს

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 09:30
65

ბიუ-ბიუს ჯიხურების ბედი კვლავ გაურკვეველია

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 20:00
102

ქართული ჩაი "მანნა" ექსპორტზე ამერიკასა და ევროპაში გავიდა

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 09:00
249

"ჯორჯიან პროდაქტი"-ს ხორცპროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე გავა

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 15:41
625

კომპანიები, რომელიც მერიამ 30 000 ლარით დააჯარიმა

ვრცლად