მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაფეტმა 650 მილიონი დოლარი დაკარგა

58fdbdb6e1b18
BM.GE
24.04.17 12:55
1135
უორენ ბაფეტის საინვესტიციო ფონდი Berkshire Hathaway კომპანია IBM-ის (International Business Machines) აქციების დიდი ნაწილის (დაახლოებით 8.6% ) მფლობელია და ამ აქციების გაუფასურებამ მილიარდერს სერიოზული ზარალი მიაყენა.

ამერიკელმა ინვესტორმა 650 მილიონი დოლარი დაკარგა.

მას შემდეგ, რაც კომპანიის ფინანსური ანგარიში გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია, რომ IBM-ის შემოსავალი მე-20 კვარტალია ზედიზედ ვარდნას განიცდის, კომპანიის ფასიანი ქაღალდების ფასი $8-მდე დაეცა და ამდენად ბაფეტის დანაკარგმა დაახლოებით 650 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.