მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაბუაწვერა - ხელნაკეთი აქსესუარების ქართული ბრენდი

58fc6febaf7df
ანი ჯოხაძე
23.04.17 13:11
2479
ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი “ბაბუაწვერა” გამოჩნდა. იდეის ავტორი მარიამ ელისაშვილია და მისი ბრენდი მომხმარებელს სხვადასხვა აქსესუარებს სთავაზობს, მათ შორის: წიგნის თემატურ სანიშნეებს, თმის აქსესუარებს.

ელისაშვილი ამბობს, რომ პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია, რასაც ადგილობრივ ბაზარზე მორგებულ ფასებთან ერთად, პროდუქციის განსხვავებული ვიზუალი განაპირობებს.

"იდეა გაჩნდა მაშინ როდესაც დავინტერესდი პოლიმერული თიხით. მოვიძიე ინფორმაცია თუ როგორ მუშავდებოდა, რადგან ყოველთვის ძალიან მომწონდა ამ მასალით შესრულებული ნამუშევრები. ვიფიქრე თავადაც მესწავლა, ინტერნეტში ძალიან ბევრი მასალაა, ვუყურებდი ვიდეო გაკვეთილებს, ვეცნობოდი სხვადასხვა ტექნიკას და როდესაც უკვე დამიგროვდა ნამუშევრები საკმარისი რაოდენობის მეგობრების რჩევითაც და ჩემი დიდი სურვილითაც გადავწყვიტე ინტერნეტ სივრცეშიც განმეთავსებინა პროდუქცია. გამოცდილება არ მქონია, მაგრამ რაც ეს საქმიანობა დავიწყე, თავისდაუნებურად მეც ვეცნობი მეწარმეობასთან და ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ტრენინგი ან სემინარი თუ იქნება ვცდილობ მივიღო მონაწილეობა და ნელნელა ვისწავლო", - ამბობს მარიამ ელისაშვილი.