მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სამთავრობო კომისიას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს

5c6fe80206cc2
BM.GE
22.02.19 16:13
3956
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების სამთავრობო კომისიას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.

შედეგად, სოზარ სუბარი პრემიერმინისტრის მრჩევლობის პარალელურად ამ თანამდებობასაც დაიკავებს.

სამთავრობო კომისიაში შედიან: შს მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარების მინისტრი - მაია ცქიტიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მთავრობის სხვა წევრები. ამასთან, ამავე კომისიაში არიან სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის გუბერნატორები.