22.აპრილი.2016 16:29
საფინანსო სექტორი

აზიმ სადიკოვი: კარგი იქნება, თუ ბანკები ადამიანებს ურჩევენ, რომ არ ისესხონ თანხა დოლარში

აზიმ სადიკოვი: კარგი იქნება, თუ ბანკები ადამიანებს ურჩევენ, რომ არ ისესხონ თანხა დოლარში
საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონალური წარმომადგენლის განცხადებით, უცხოურ ვალუტაში სესხების გარკვეულ დონემდე აკრძალვა შესაძლებელია. როგორც აზიმ სადიკოვმა "ბიზნესკონტაქტთან" ინტერვიუში განაცხადა, კარგი იქნებოდა თუ ბანკები მოსახლეობას ურჩევდნენ არ აიღონ სესხი დოლარში.
 
"შეიძლება აიკრძალოს უცხოურ ვალუტაში გასესხება გარკვეულ დონემდე. მაგალითად, მცირე სესხების გაცემა დოლარში. აქ გარკვეული სოციალური ელემენტიც დევს, რადგან უამრავი ხელმოკლე ადამიანი იღებს მცირე სესხს და მათი ფინანსური განათლების დონე, მაგალითად გაცვლითი კურსის რისკების შესახებ არ არის სათანადო.

ამიტომ კარგი იქნება, თუ ბანკები ასეთ ადამიანებს ეტყვიან და ურჩევენ, რომ არ ისესხონ თანხა დოლარში“, - განაცხადა აზიმ სადიკოვმა.
ავტორი: ანა ცხოვრებოვა



19.ოქტომბერი.2018 17:10
169

„IMF გააგრძელებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის მხარდაჭერას“

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 16:30
636

IMF სებ-ის რეგულაციებს აფასებს

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 15:47
42

ანგარიშვალდებული საწარმოების სტატუსის გადახედვა

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 15:41
49

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით EBRD-ის ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 12:11
44

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საგადახდო ბარათების რისკებთან დაკავშირებულ ფორუმს უმასპინძლა

ვრცლად
18.ოქტომბერი.2018 19:51
3472

„დაბეჯითებით მინდა გთხოვოთ, არ დაგავიწყდეთ, რომ არსებობს ისეთი პროდუქტებიც, რომლებიც გაიაფდა“

ვრცლად