მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანულმა კომპანიამ საქართველოში $59 მილიონიანი ტენდერი მოიპოვა

5ae0421f26990
BM.GE
25.04.18 12:50
730

აზერბაიჯანულმა კომპანია Akkord-მა საქართველოში 59 მილიონი დოლარის ტენდერი მოიგო. ინფორმაციას სააგენტო Trend ავრცელებს. კომპანია 2 ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებს, რომელშიც შედის სამტრედია-გრიგოლეთის 11 კილომეტრიანი გზის მშენებლობა 89 მილიონი ლარის ღირებულებით და მოლითი-ჩუმალეთის 26 კილომეტრიანი გზის რეკონსტრუქცია, ღრებულებით 54.5 მილიონი ლარი. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული პროექტები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება და ორივე მათგანს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.

კომპანია Akkord-ის წარმომადგენლობა ამჟამად 11 ქვეყანაში ოპერირებს