მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანული მედია: საქართველო რუსული გაზის 10 პროცენტის აზერბაიჯანულით ჩანაცვლებას განიხილავს

569a030ac40f3
BM.GE
16.01.16 11:54
1795
საქართველო რუსული გაზის აზერბაიჯანულით ჩანაცვლებას განიხილავს - აღნიშნულის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. გამოცემა Trend.az-ის ინფორმაციით, საუბარია რუსეთიდან მიღებული 10 პროცენტის აზერბაიჯანულით ჩანაცვლებაზე.
 
"რუსული გაზის 10 პროცენტი, რომელსაც საქართველო იღებს დაგეგმილია, რომ აზერბაიჯანული მარაგებით ჩანაცვლდეს. აღნიშნულის შესაძლებლობა მიმდინარე კვირაში "სოკართან“ შეხვედრისას იქნა განხილული. მაგრამ ექსპერტებმა უნდა შეისწავლონ, რამდენად შესაძლებელია ტექნიკურად იმ მილსადენებით მოცულობის მიღება, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს. რუსული გაზის სრულად ჩანაცვლება შეუძლებელია“, - განუცხადა გამოცემას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ.