მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანმა ინფლაციის წლევანდელი პროგნოზი მკვეთრად გაზარდა

56a60fea94d4e
BM.GE
25.01.16 15:54
1339
აზერბაიჯანმა საშუალოწლიური ინფლაციის წლევანდელი პროგნოზი 10-12%-მდე გაზარდა, - განუცხადა აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრმა სამირ შარიფოვმა ტელეარხ ANS-ს.
 
მინისტრის განმარტებით, პროგნოზის გადახედვა ინფლაციური ზეწოლის ზრდის გამო მოხდა, რაც თავის მხრივ 2015 წლის დეკემბერში მანათის დევალვაციამ განაპირობა.
წინა პროგნოზით, აზერბაიჯანის ხელისუფლება წელს ქვეყანაში 3.3%-იან წლიურ ინფლაციას ელოდებოდა. 2015 წელს კი საშუალოწლიური ინფლაცია აზერბაიჯანში 4% იყო.