მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტი გაზარდა

5c47138363bba
ელენე გოგბერაშვილი
22.01.19 20:00
835

2018 წელს აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 33,827 მილიონ ტონამდე გაიზარდა.

2017 წელს ეს მაჩვენებელი 33,755 მლნ ტონა იყო.

ამის შესახებ აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

თურქმენეთიდან და რუსეთიდან ტრანზიტული ნავთობის გატარება 2018 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გაიზარდა 6,530 მილიონ ტონამდე წინა წლის 6,432 მლნ ტონის მაჩვენებელთან შედარებით.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით აზერბაიჯანმა ნავთობის მთელი ექსპორტის 81,5 პროცენტის ექსპორტი განახორციელა, რომელმაც 2018 წელს 41,490 მლნ ტონა შეადგინა.