მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან თითქმის 50%-ით გაიზარდა

5c4712c82a7b7
ელენე გოგბერაშვილი
23.01.19 00:46
751
2018 წელს აზერბაიჯანმა ნავთობის ექსპორტიდან 15,719 მლრდ დოლარი გამოიმუშავა, რაც 5,013 მლრდ დოლარით ანუ 46,8%-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მიერ გავრცელებულ მონაცემებშია ნათქვამი.

ნედლი ნავთობი აზერბაიჯანის მთავარი საექსპორტო საქონელია. მასზე მოდის ექსპორტის მთელი ოდენობის 80,78%. შემდეგ მოდის ბუნებრივი გაზი (7,71%), ნავთობპროდუქტი (2,68%), ხილი და ბოსტნეული (2,88%) და სხვ.

სულ 2018 წლის შედეგებით აზერბაიჯანული პროდუქციის ექსპორტმა შეადგინა 19,458 მლრდ დოლარი, რაც 5,647 მლრდ დოლარით ანუ 40,8%-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით.