მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანი ოპეკის წევრობისთვის ემზადება

5ab38b06bdd34
BM.GE
22.03.18 14:51
859
ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (ოპეკი) წარმომადგენელმა The Wall Street Journal-ს განუცხადა, რომ აზერბაიჯანი ამ ორგანიზაციის წევრობისთვის ემზადება.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ბაქო უკვე არის ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმების მონაწილე.

ოპეკში შედის 14 წევრი-სახელმწიფო. ბოლოს ორგანიზაციაში შევიდნენ გაბონი და ეკვატორული გვინეა.

მიუხედავად ამისა, კარტელის წილი ნავთობის მსოფლიო მოპოვებაში შეადგენს მხოლოდ 40%-ს. 70-იანი წლების დასაწყისში ოპეკის წილი შეადგენდა 55%-ს.

Oilnews