06.მაისი.2016 17:50
ეკონომიკა

აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე ტვირთების გატარება გამარტივდება

აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე ტვირთების გატარება გამარტივდება
აზერბაიჯან–საქართველოს საზღვარზე საქონლის გატარება მარტივდება. ამის შესახებ აზერბაიჯანში გაეროს რეზიდენტ–კოორდინატორმა გულამ ისაკზაიმ განაცხადა, რომელიც ბაქოში, საკონტროლო გამშვები პუნქტის "წითელი ხიდის" განვითარებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში იღებს მონაწილეობას.
 
"პროექტი მრავალფუნქციონალურია და მისი ერთერთი მთავარი მიზანია საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის უსაფრთხოება, საქონლის ხარისხის დაცვა, რისთვისაც გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება. გარდა ამისა, ორი ქვეყნის საბაჟო ორგანოების თანამშრომლებისთვის სპეციალური ტრენინგები ჩატარდება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით," – განაცხადა ისაკზაიმ.

მისივე თქმით, ეს პროექტი ორივე ქვეყანას ევროპასთან დააახლოებს და ევროპასთან მეტად ინტეგრირების საშუალებას მისცემს.

პროექტის დასრულება უახლოესი ორი წლის განმავლობაში იგეგმება.

ევროკავშირი ამ მიზნით 2,7 მილიონ ევროს გამოყოფს, საიდანაც 1,8 მილიონს აზერბაიჯანი მიიღებს.

"წითელი ხიდის“ განვითარების პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ერთობლივი პროექტია.

ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს საზღვრებზე არსებულ შეფერხებებზე გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ.

პრობლემა „კომერსანტთან" საუბარში უკვე რამდენჯერმე წამოსწიეს აზერბაიჯანელმა გადამზიდავებმაც. ისინი აცხადებენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, ტვირთების გადამოწმების მოტივით, მანქანებს განსაზღვრულზე მეტი ხნით - დღეების განმავლობაში უწევთ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა. პრობლემაზე თურქეთის საელჩოც საუბრობს, რომელსაც დასახმარებლად თურქმა გადამზიდავებმა მიმართეს.

"კომერსანტი"



19.თებერვალი.2019 10:56
50

EIB საგზაო ინფრასტრუქტურისთვის დამატებით 250 მლნ ევროს გამოყოფს

ვრცლად
19.თებერვალი.2019 10:05
198

WiFisher მეზობელ ქვეყნებში უფასო WiFi-ს Duty Free ზონებში დააყენებს

ვრცლად
19.თებერვალი.2019 09:31
255

„ადგილობრივად წარმოებული ცემენტის 29 სახეობიდან ევროპული სტანდარტი 15-მა პროდუქტმა დააკმაყოფილა“

ვრცლად
19.თებერვალი.2019 00:32
1070

რამდენი ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილს Brexit-ის შედეგად? - ანალიტიკოსების გათვლები

ვრცლად
18.თებერვალი.2019 23:14
1706

კომპანია “ევექსი” სტომატოლოგიურ ბიზნესში შევიდა

ვრცლად
18.თებერვალი.2019 23:00
1343

"ანაკლიის პორტი საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტი გახდება"

ვრცლად