მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი დადგენილზე მეტ მანქანას იყენებს

5a8bf569f3e68
მარი როჭიკაშვილი
20.02.18 14:15
1509
"2015-2016 წლებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტომობილების რაოდენობის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა მთავრობის რეკომენდაცია და მუნიციპალიტეტის ავტოპარკმა რეკომენდირებულ ზღვრულ ოდენობას გადააჭარბა 3 ერთეული ავტომობილით", - ამ დასკვნას სახელწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის დასაწყისში მუნიციპალიტეტი სამსახურეობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად იყენებდა 8 ავტომობილს. მიუხედავად იმისა, ავტომობილების რაოდენობა უკვე 2 ერთეულით აჭარბებდა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობას, 2015 წლის მარტში გამგეობამ დამატებით კიდევ ერთი ავტომობილი შეისყიდა, ღირებულებით 19.5 ათასი ლარი. შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებით ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი სარგებლობს.

მუნიციპალიტეტის მიერ 2015-2016 წლებში საწვავის მოხმარებისთვის, დახარჯულია 172.1 ათასი ლარი.