მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მობილური პაკეტების ფასები საქართველოში, საერთაშორისო ფასების, საშუალოზე მაღალია

BM.GE
01.06.21 18:36
416
შერეული მობილური პაკეტების ფასები საქართველოში, საერთაშორისო ფასების საშუალოზე მაღალია - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის ანგარიშში ვკითხულობთ. ამ ჭრილზე კომისია საქართველოში მოქმედ მობილურ ოპერატორებს - მაგთიკომს და სილქნეტს - აკრიტიკებს და მიუთითებს, რომ 2020 წლის ივნისში ჩატარდა მობილური ხმოვანი მომსახურების საცალო ბაზრის კვლევა, რა დროსაც დადგინდა, რომ მობილური მომსახურებების ბაზარზე კონკურენცია შეზღუდულია.

კომუნიკაციების კომისია აღნიშნავს, რომ ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია ბაზარზე ვირტუალური მობილური ოპერატორების დაშვებით, რომელიც კონკურენციას გაზრდის. ვირტუალური მობილური ოპერატორები ისეთი კომპანიებია, რომლებსაც არ გააჩნიათ საკუთარი ქსელი და სხვა კომპანიის ინფრასტრუქტურას იყენებენ. საკუთარ ქსელზე მსგავსი ოპერატორების დაშვების ვალდებულება 2020 წლიდან აქვთ ბილაინს, მაგთისა და სილქნეტს, რასაც კომპანიების ნაწილი ეწინააღმდეგება. გასული წლიდან კომუნიკაციების კომისიამ ასევე აუკრძალა მობილურ ოპერატორებს ტარიფები კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე გააძვირონ. კომუნიკაციების კომისია კომპანიებს ასევე საყვედურობს, რომ მაღალი მარჟებით საქმიანობენ, თუმცა, ამის პარალელურად მობილური კომპანიების 2020 წლის შემოსავლებსაც გადავავლოთ თვალი. კომუნიკაციების კომისიის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს ტელეკომ-ოპერატორების მიერ მიღებული ჯამური შემოსავალი მილიარდ 153 მლნ ლარი იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 32 მილიონი ლარით ნაკლებია. კრიტიკის მიუხედავად, როგორც ჩანს, არც მობილურ ოპერატორებს ულხინთ.